Saturday, July 19, 2014


იაპონია ამომავალი მზია ქვეყანა

იაპონია (日本 ნიჰონ ან ნიპონ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国ნიპონ-კოკუ (?·i) ან ნიჰონ-კოკუ) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში[1]. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვისაღმოსავლეთით. ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო“ [2].
იაპონია 6,852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია[3]. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულია ჰონსიუ, ჰოკაიდო,კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97%–ს შეადგენენ. კუნძულთა უმრავლესობას გააჩნია მთიანი რელიეფი მრავალი ვულკანით; მაგალითისთვის, იაპონიის უდიდესი მწვერვალი, მთა ფუძივულკანია. მოსახლეობის მიხედვით იაპონიას მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია. აქ 127 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დედამიწის უდიდესი ქალაქია[2].
არქეოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანი იაპონიის კუნძულებზე ჯერ კიდევზემო პალეოლითის პერიოდში სახლობდა. იაპონია პირველად მოხსენიებულია ჩ. წ. I საუკუნით დათარიღებულჩინურ ტექსტში. იაპონიის ისტორია ხასიათდება თვითიზოლაციის ხანგრძლივი პერიოდით, რომელმაც შეცვალა უცხო ქვეყნების მიერ იაპონიაზე ძლიერი გავლენის პერიოდი. იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც მიღებული იქნა 1947 წელს, გამოაცხადა, რომ იაპონია იქნებოდა უნიტარული კონსტიტუციური მონარქია იმპერატორითა დაარჩევითი პარლამენტით[2].

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან ეკონომიკურ ძალას[4], იაპონიას მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვსმთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე — მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია არის ერთადერთი აზიური ქვეყანა დიდ რვიანში და გაეროს უშიშროები საბჭოს არამუდმივი წევრი[2]. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას გააჩნია ძლიერი და თანამედროვე ჯარი, რომელიც გამოიყენება თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისათვის. ამომავალი მზის ქვეყანა არის განვითარებული სახელმწიფო ცხოვრებისი მაღალი სტანდარტით. იაპონელებისსიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე გრძელია[5].